წარმოება და მიზანი

ხორბლის არაყი „დიდგორის ველი“-ს შექმნის მიზანია ქვეყანაში მოხდეს ქართული ბრენდის შექმნა და პოპულარიზება, რითაც შესაძლებლობა ექნება მომხმარებელს ისიამოვნოს ქართული მაღალხარისხიანი სუფთა პროდუქტით. არყის დამზადების თითოეული ეტაპი უნიკალურია, იწარმოება თავად კომპანიის მიერ გამოხდილი ხორბლის 96,3 %-იანი სპირტისგან. სპირტის ფერმენტიზაცია ხორციელდება ქერის მწვანე ალაოთი, რაც უზრუნველყოფს პროდუქციის სირბილესა და თავისებურ არომატს.

არყის მომზადების პირველ ეტაპზე, ხდება უნიკალური თვისებებით სავსე არაგვის წყაროს წყალის, ხორბლის რექტიფიცირებული სპირტთან გაზავება და შერევა. მიღებული კუპაჟი გადის მრავალსაფეხურიან ფილტრაციას ვერცხლით ინპეგრირებულ ქოქოსის ნახშირის ელემენტში. რის შემდეგაც მიღბული ნაზავი „ისვენებს“ გარკვეული პერიოდის განმავლობაში, პროდუქცია „მშვიდდება“ და იღებს თავის იერსახეს, რომელსაც ხორბლის არაყი „დიდგორის ველი“ ეწოდა.

პროდუქციის მაღალი ხარისხი განსაზღვრავს მის მაღალ ფასს.

წარმოების პრიორიტეტია ხარისხი და არა რაოდენობა.