პროდუქცია

  • ხორბლის არაყი „დიდგორის ველი“

 

 

ხორბლის არაყი „დიდგორის ველი“-ს შექმნის მიზანია ქვეყანაში მოხდეს ქართული ბრენდის შექმნა და პოპულარიზება, რითაც შესაძლებლობა ექნება მომხმარებელს ისიამოვნოს ქართული მაღალხარისხიანი სუფთა პროდუქტით. არყის დამზადების თითოეული ეტაპი უნიკალურია, იწარმოება თავად კომპანიის მიერ გამოხდილი ხორბლის 96,5 %-იანი სპირტისგან. სპირტის ფერმენტიზაცია ხორციელდება ქერის მწვანე ალაოთი, რაც უზრუნველყოფს პროდუქციის სირბილესა და თავისებურ არომატს.

არაგვის წყაროს წყალის სპეციალური დამუშავების შედეგ, ხდება ხორბლის რექტიფიცირებული სპირტთან გაზავება და შერევა. მიღებული კუპაჟი გადის მრავალსაფეხურიან ფილტრაციას ვერცხლით ინპეგრირებულ ქოქოსის ნახშირის ელემენტში. რის შემდეგაც მიღბული ნაზავი „ისვენებს“ გარკვეული პერიოდის განმავლობაში, პროდუქცია „მშვიდდება“ და იღებს თავის იერსახეს, რომელსაც ხორბლის არაყი ეწოდება… ხორბლის არაყი „დიდგორის ველი“.

პროდუქციის მაღალი ხარისხი განსაზღვრავს მის მაღალ ფასს. წარმოების პრიორიტეტია ხარისხი და არა რაოდენობა.

 

 

 

 

 

  • ხორბლის არაყი „დიდგორის ველი- სამეფო“

 

 

 

 

 

 

ხორბლის არაყი “დიდგორის ველი – სამეფო“ დამზადებულია სამმაგი რექტიფიკაციის საკუთარი წარმოების ეკოლოგიურად სუფთა ალაოზე დამზადებული ხორბლის სპირტისაგან, რომელიც ზავდება არაგვის ხეობის დარბილებულ წყალთან და გადის მრავალსაფეხურიანი ვერცხლის ფილტრაციის პროცესს. კუპაჟი დასვენებულია 90 დღე.

იწარმოება შეზღუდული რაოდენობით.

 

 

 

 

 

 

 

 

 

  • ჭაჭა „დიდგორის ველი“

 

 

 

 

 

 

ჭაჭა – ქართული მაგარი ალკოჰოლური სასმელი, რომელიც განეკუთვნება ბრენდის კლასს.

 

ჩვენი ჭაჭა იწარმოება კახეთში მოყვანილი რქაწითელის ჯიშის ყურძნისაგან, ორმაგი დისტილაციის გზით. პროდუქტის სიმაგრეა 45 %.