ისტორია

ქართული წარმოება „დიდგორის ველი“ დაფუძნდა 2015 წელს. ჩვენი ოცნება იყო საკუთრი ხელით შეგვექმნა და აგვეწყო საწარმო, რომელსაც საქართველოში ანალოგი არ ექნებოდა. მამოძრავებელი იდეა – ქართული პროდუქტის შექმნა დაწარმოებაა, რომელიც ეძღვნება ქართველთა უდიდეს გამარჯვებას, „ძლევაჲ  საკვირველს“ – დიდგორის ბრძოლას.

ჩვენმა ამ ოცნებამ 2015 წელს დაიწყო ხორცშესხმა. პირველ რიგში დაპროექტდა მინი-ქარხანა. ქარხნის თითოეული დეტალი გულდასმით იყო დაგეგმილი. დანადგარების საკუთარი ძალებით და პროექტით დამზადება ამ წარმოებას უნიკალურს ხდის  ქართულ ალკოჰოლურ ბაზარზე. ბევრი ცდის შედეგად მივიღეთ საკუთარი წარმოების რექტიფიცირებული მაღალი კლასის სპირტი, რომლის საფუძველზე დამზადდა უნიკალური პრემიუმ ხარისხის ხორბლის არაყი – „დიდგორის ველი“.

უამრავი დრო და საშუალება დაიხარჯა იმისათვის, რომ „დიდგორის ველს“ მიეღწია დასახული მიზნისთვის. ინტენსიური მუშაობის შედეგად მიზანი მიღწეულია და წარმოებული პროდუქცია სრულიად ამართლებს მის დიდებულ სახელწოდებას.