ბრენდი

ახალი ბრენდი „დიდგორის ველი“ გთავაზობთ მაღალი ხარისხის სუფთა პროდუქციას, რომლის ანალოგი არ არსებობს ქართულ ბაზარზე. პროდუქციის წარმოება ეძღვნება  1121 წლის 12 აგვისტოს, დიდგორის ველზე ქართველთა უდიდეს გამარჯვებას, რომელიც ისტორიაში „ძლევაი საკვირველი“-ს სახელით შევიდა. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი წარსულით, ჩვენი ისტორიით და ეს სიამაყე აისახა პროდუქციის განსაკუთრებულ თვისებებსა და გემოში. დიდი ყურადღება ენიჭება პროდუქციის ხარისხს, რამაც განაპირობა მისი შეზღუდული რაოდენობით წარმოება.

საბრძოლო სულისკვეთება აისახა პროდუქციის ეტიკეტში, თითოეული ბოთლის ინდივიდუალურობას და უნიკალურობას განსაზღვრავს სურგუჩით ლოგოს ბრენდირება.

ხორბლის არაყი „დიდგორის ველი“ მზადდება მათთვის, ვინც აფასებს ხარისხს და განსაკუთრებულ გემოს.